მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი - "სასმელი წყლისა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს"

5e147a5b125e7
ინგა მურუსიძე
07.01.20 16:30
1258
გუდაურში წელს გვყავს დაახლოებით 50 ახალი იურიდიული პირი, ახალი აბონენტი, ასევე არის მშენებარე სასტუმროები, რაც მთლიანობაში ზრდის მოხმარებას, ამიტომ, კლიმატური პირობების და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მიმდინარეობს სამუშაოების დაგეგმვა, რათა ინფრასტრუქტურამ ფეხი აუწყოს კურორტის განვითარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გუდაურში გამართული თათბირის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“რაც შეეხება ბაკურიანს, წელს გვყავს 800-მდე ახალი აბონენტი და აქედან ნახევარი იურიდიული პირია. შესაბამისად, ბაკურიანშიც არის დაგეგმილი და მიმდინარეობს წყალგაყვანილობის დამატებითი სამუშაოები, იმისთვის, რომ ახალი სეზონისთვის მოვაგვაროთ შესალო პრობლემები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სპეკულაციას უწოდებს ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასმელი წლის დეფიციტი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის შევსებამ გამოიწვია.

„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის ორი ურთიერთგამიჯნული სისტემა, რომელსაც აქვს განსხვავებული წყალმომარაგება. ყველას მოვუწოდებ, რომ ვენდოთ იმ სპეციალისტებს, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ საინჟინრო წყალმომარაგების დარგში და მივცეთ საშუალება თავისი საქმე აკეთონ. მომავალი წლისთვის ვაპირებთ დამატებით ახალი ტბის მოწყობას, რათა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სივრცე გაიზარდოს. ჩვენ გუდაურში 1500 მეტრ ფართობს ვემსახურებოდით, ახლა კი ეს სისტემა უკვე 3800 მეტრს ემსახურება. გუდაურიც და ბაკურიანიც არის განვითარებადი და ცხადია, რომ ორივე კურორტზე საჭიროა დამატებითი ინვესტიცია, საპარკინგე და საერთო სარგებლობის სივრცეების, ასევე საბაგიროების, ახალი ტრასების მოწყობა. გუდაურში შარშან გავხსენით კობი-გუდაურის საბაგირო, წელს ვაპირებთ, რომ კობთანაც მოეწყოს ახალი პარკინგი და კობი განვითარდეს როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი. გენგეგმით ასევე გათვალისწინებულია სეთურებში პარკინგის განვითარება და გუდაურთან საბაგიროთი დაკავშირება, ეს არის ის გეგმები, რომელიც ამ კურორტების განვითარებისთვის არსებობს და რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები