მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი: ბევრი პროგრამა და პროექტი, რომელიც დაანონსებული გვქონდა, გადაიხედება

5e846837785b5
ინგა მურუსიძე
01.04.20 14:08
594
ბევრი პროგრამა და პროექტი, რომელიც დაანონსებული გვქონდა, გადაიხედება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, გარდა 2 მილიარდი ლარისა, რომელიც არის გამოყოფილი ეკონომიკური მხარდაჭერისთვის, გუნდმა ასევე გამოყო 351 მილიონი, რომელიც უშაულოდ იქნება მიმართული პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებზე, ეს გულისხმობს როგორც სამედიცინო სერვისის აღჭურვას, ასევე დამატებით ღონისძებების გატარებას სხვადასხვა უწყებაში, რომელიც არის დაკავშირებული პანდემიასთან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტზე და თქვა, რომ მოხერხდა 2 მილიარდის მობილიზება იმ მიმდინარე ხარჯებიდან, რაც გათვალისწინებული იყო. ასევე მაია ცქიტიშვილის თქმით, ბევრი პროგრამა იყო დაანონსებული, თუმცა საჭირო გახდება მათი გადახედვა.

„ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო დახმარების მიღებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ამ დახმარების იმედი გვაქვს. ასევე, როცა ვსაუბრობთ 14 მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფაზე, ყველას ესმის, რომ ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც გაჟღებული გვქონდა გადაიხედება, ასევე, სხვა ხარჯების შემცირება მოგვიწევს. კრიზისული ბიუჯეტი საბოლოო სახეს მიიღებს მას შემდეგ, რაც გვეცოდინება პერიოდი, რაც დაავადებასთან ბრძოლისთვის დაგვჭირდება, ასევე გვეცოდინება ის სიმძიმე, რომელიც ეკონომიკას დააწვება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ: როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა ეკონომიკის მხარდასაჭერად 2 მლრდ ლარს გამოყოფს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები