მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: ფოთის ღრმაწყლოვანი ტერმინალი და ანაკლიის პორტი სხვადასხვა მასშტაბის პროექტებია

5d94b17384dcc
სალომე მეცხვარიშვილი
02.10.19 18:14
1148
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი ტერმინალი ანაკლიის პორტის კონკურენტი ვერ იქნება. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას აღნიშნა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია აქვს მოსენილი, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდანაც, რომ ხომ არ არის ფოთში ღრმაწყლოვანი ტერმინალის გახსნა ანაკლიის პორტის დახურვის ერთგვარი მცდელობა.

“მივესალმებით ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი საპორტო ონფრასტრუქტურის განვითარებაში ჩაიდება და მით უმეტეს ინვესტიციას, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ჩაიდება და მოგეხსენებათ, რომ “პეისის ჯგუფი” არის ქართულ-ამერიკული კომპანია და მეორე მხრივ, ამ პროექტში OPIC-ის თანამონაწილეობა(ეს ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც ერთჯერადად დაუფინანსებია OPIc-ს საქართველოში)... ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ეს პროექტი არის ძალიან საინტერესო.

როცა ვსაუბრობთ იქნება თუ არა “პეის” ტერმინალი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონკურენტი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, თუნდაც ამ ტერმინალის მოცულობებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ეს არის(ფოთის ღრმაწყლოვანი ტერმინალი) 120-მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, თუმცა, ის ტვირთბრუნვა, რომლის გადამუშავებაც მას შეუძლია, არის მცირე და მგონი ვიზუალურადაც ჩანს, რომ ეს არის სხვადასხვა მასშტაბის წარმოწყება”,- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტში ახალი ტერმინალის მშენებელია "პეის ჯგუფი", რომელიც პორტში APM-Terminal-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას. მთლიანად ტერმინალის პროექტის ღირებულება 120 მილიონი დოლარია, პირველი ფაზისთვის კი, 99 მილიონი დაიხარჯება, აქედან 50 მილიონი OPIC-ის დაფინანსება იქნება. "პეის ჯგუფის" ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის მშენებლობა გუშინ ოფიციალურად დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები