მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს - "ძლიერად დადექით - მოლდოვა თქვენთანაა"

მაია სანდუ

მეორე ვადით არჩეული მაია სანდუ პლატფორმა X-ზე სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლაში მოლდოვა საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას.

„გუშინ მოლდოველებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს ჩვენი ევროპული გზისკენ. მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლა მოლდოვაში და მთელს რეგიონში, გრძელდება. ქართველ ხალხს მივმართავ: მე ვაფასებ თქვენს გამძლეობასა და შეუპოვრობას, რომ ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. ძლიერად დადექით - მოლდოვა თქვენთანაა", - წერს მაია სანდუ.

შეგახსენებთ,მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო, მისმა მეტოქემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლუმ, რომელსაც პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტია“ უჭერს მხარს, 45,09%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები