მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა - მაია სანდუ

მაია სანდუ

"რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა.

"მოლდოვა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას. მსგავს ზეწოლას ევროპის მასშტაბით ვხედავთ. ვამაყობ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ ამ ორწლიან თავდასხმას მთელი საზოგადოების ძალისხმევის შედეგად თავი გაართვა. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიის მიმართ.

ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, - აღნიშნა სანდუმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები