მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მოლდოვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი — რესპუბლიკის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ სანდუმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ჯილდო საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად გადაეცა.
„საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს — პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს“, — წერს მაია სანდუ.




























