მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაიკ პომპეო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება

5faf8c7acbb16
თამთა ჯიჯავაძე
14.11.20 11:58
1309
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, მდივანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოისმენს მოსაზრებებს კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებას და დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდი 16 ადგილისთვის, 21 ნოემბერს გაიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით რომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესები არის კრიტიკული საქართველოში დემოკრატიისთვის და მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პომპეო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ გამოუცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „კიდევ ერთხელ, აღვნიშნავ რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის შეჭრას 2008 წელს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად რჩება“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოს 17–18 ნოემბერს ეწვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები