მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ბერი NVIDIA-სა და Palantir-ის დაღმასვლას პროგნოზირებს

მაიკლ ბერი

ცნობილი ინვესტორი, ჰეჯ-ფონდ Scion Asset Management-ის ხელმძღვანელი და ფილმ The Big Short-ის მთავარი ფიგურა, მაიკლ ბერი NVIDIA-სა და Palantir-ის წინააღმდეგ ტრეიდინგ პოზიციებს ხსნის.

ინვესტორი, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა და ამით დიდი ფინანსური სარგებელიც მიიღო, ახლა ამბობს, რომ AI კომპანიების შეფასება სრულად აცდენაშია რეალობასთან და საქმე გვაქვს არა უბრალოდ სპეკულაციასთან, არამედ 2000-იანი წლების dot-com-ის ბუშტის ანალოგთან.

თავისი პოზიციის გასამყარებლად, ბერი საფონდო ბირჟაზე ერთგვარ ფსონს დებს, რაც NVIDIA-სა და Palantir-ის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება. მისი განცხადებით, ეს კომპანიები არარაციონალურად ძვირად არიან შეფასებულნი და მათი აქციების ვარდნა გარდაუვალია.

უნდა აღინიშნოს, რომ მაიკლ ბერი არ არის ერთადერთი ინვესტორი, რომელიც ამ მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ AI-ინდუსტრია სპეკულაციური ბუშტის ფაზაშია და ინვესტორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები