მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ბლუმბერგი მზადაა, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დასამარცხებლად მილიარდი დოლარი გაიღოს

5e1b2601373f7
BM.GE
12.01.20 17:55
1239
მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ამერიკელი მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი მზადაა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დასამარცხებლად 1 მილიარდი დოლარი გაიღოს. თანხის დასახარჯად ბლუმბერგი იმ შემთხვევაშიც მზადაა, თუ ის პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ გავიდა, რისი სურვილიც გასული წლის ნოემბერში გამოთქვა.

ამ შემთხვევაში მილიარდერი აპირებს სხვა კანდიდატები დააფინანსოს, რათა არჩევნებში ტრამპის გამარჯვება არ დაუშვას.

The New York Time-ის კითხვაზე, აპირებს თუ არა ფულის დახარჯვას ის ტრამპის წინააღმდეგ, თავდაპირველად მილიარდერმა აღნიშნა, რომ ის „ბევრი ფულის“ დახარჯვისთვის არის მზად, კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ეს ერთი მილიარდი დოლარი იყოს? ბლუმბერგი ამბობს, რომ ამისთვისაც მზადაა, თუმცა, „იმედი აქვს, რომ არ მოუწევს“.

ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო - "კენჭს ვიყრი, რომ დავამარცხო ტრამპი"



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები