ამერიკელმა მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა და ნიუ იორკის ყოფილმა მერმა საკუთარი კანდიდატურის რეკლამირებისთვის 500 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ The Washington Post წერს.
გამოცემის მიხედვით, ბლუმბერგი თავად აფინანსებს საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ ნოემბერში განაცხადა. ის კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრის.
ბლუმბერგის თქმით, მისი მიზანია, დონალდ ტრამპზე გამარჯვება და ამერიკის აღორძინებაა. მისი „პირველი გასვლა ხალხში“ მარტის დასაწყისში იგეგმება.