მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ჯორდანის სახლი 20-წლიანი ლოდინის შემდეგ გაიყიდა

მაიკლ ჯორდანის სახლი

ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის სახლი, რომელიც ილინოისის შტატის ქალაქ ჰაილენდ პარკში მდებარეობს, გასაყიდად გამოტანიდან 20 წლის შემდეგ გაიყიდა. სახლი, რომელსაც შეგვიძლია სასახლეც ვუწოდოთ, 5 ჰექტარის ოდენობის ტერიტორიაზე მდებარეობს და 2012 წელს მისი ღირებულება 29 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2017 წელს კი ჯორდანმა ფასი თითქმის გაანახევრა და 14,9 მილიონი დოლარი დაადო.

საბოლოო ჯამში რა თანხა გადაიხადა მყიდველმა, უცნობია, თუმცა დალისტვიდან დღემდე მაიკლს სახლის გადასახადებში 1,8 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი.

აღნიშნული სასახლე ჯორდანის ყოფილმა მეუღლემ ხუანიტა ვანოიმ 90-იანი წლებში ააშენა, თუმცა წყვილის დაშორების შემდეგ 2006 წელს სახლზე კონტროლი საკუთარ თავზე მთლიანად ჯორდანმა აიღო. თუმცა მას შემდეგ მაიკლი ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად და ქალაქ იუპიტერში 35 მილიონ დოლარად უძრავი ქონება შეისყიდა. მოგვიანებით იმავე ადგილას 16,5 მილიონად მან კიდევ ერთი სახლი შეიძინა დონალდ ტრამპის ეროვნული გოლფის კლუბის მიმდებარედ.

აღსანიშნავია, რომ ჯორდანის ძველმა “ჩიკაგო ბულსის” თანაგუნდელებმა საკუთარი უძრავი ქონება წაგებიანი პოზიციიდან გაყიდეს. მაგალითად ტონი კუკოჩმა 2020 წელს 1,9 მილიონად ნაყიდი სახლი 920 ათას დოლარად გაასხვისა, ხოლო სკოტი პიპენმა 2015 3,1 მილიონად გამოიტანა საკუთარი უძრავი ქონება გასაყიდად, მაგრამ 2020-ში მხოლოდ 1,8 მილიონად შეძლო გაყიდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები