მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხდებენ.
ვირუსის ახალი შტამისა და გამოცხადებული გლობალური განგაშის მიუხედავად, ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია - და აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ "მაიმუნის ჩუტყვავილას.
„ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის – არა”, – განაცხადა კლუგემ.
მისივე თქმით, მაიმუნის ყვავილის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი, დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, აფრიკაში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.