ფინანსისტი მარინა გულედანი იმედოვნებს, რომ "დიდი ბიზნესი" ხმას ამოიღებს.
"ეკონომიკას რომ კარგი არაფერი ელის, იქნებ საკუთარმა ინტერესებმა მაინც აალაპარაკოს. უკანონო ქვეყანაში უკანონო საქმეები კეთდება" - დაწერა მან სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მარინა გულედანის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
"არქიფო სეთურის სოფელი - ასე ცხადად არაფერი არ აღწერს ამ ხალხს. რაც უფრო ღრმად მით უფრო უკანმოუსვლელად. წარმოუდგენელია, რასაც ეს ერთი ადამიანი აკეთებინებს ამდენ "მიძინებულს" და შეშინებულს, განსაკუთრებით იურისტებს, რომლებიც ხელს აწერენ ამ ყველაფერს (მოსამართლეები, იუსტიცია, გამომძიებლები და ა.შ.). ფაქტია, რომ მარტო არ არის სეთური.
მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ამოიღებს ხმას დიდი ბიზნესი. ეკონომიკას რომ კარგი არაფერი ელის, იქნებ საკუთარმა ინტერესებმა მაინც აალაპარაკოს. უკანონო ქვეყანაში უკანონო საქმეები კეთდება", - წერს მარინა გულედანი.




























