მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისამდე საქართველოდან თაფლი ექსპორტზე აღარ გავა

BM.GE
07.03.23 08:49
207
2023 წლის მაისამდე ქართული თაფლი ექსპორტზე ვეღარ გავა, ინფორმაცია ამის შესახებ თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გააჟღერა. ალეკო პაპავას თქმით, მიზეზი ამ დროისთვის ბაზარზე არსებული თაფლის დეფიციტია, რაც გასული წლის დიდმა მოთხოვნამ როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ბაზრებზე განაპირობა. გარდა ასოციაციისა არსებულ ტენდენციაზე საუბრობენ ბიზნესებიც. მათი თქმით, ამ ამბავში საგანგაშო არაფერია და მსგავსი ფაქტი თითქმის ყოველწლიურად ხდება, რაც გაზაფხულამდე თაფლის მარაგების ამოწურვას უკავშირდება.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები