მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისი-ოქტომბერში ვაკანსიები 5.1%-ით გაიზარდა, ვის ეძებენ დამსაქმებლები?

2023 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 45 954 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 5.1%-ით გაიზარდა - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრი დასაქმების თრექერში წერს.

რაც შეეხება თვის ჭრილში მონაცემებს, 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, 6.1%-ით ნაკლებია სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობაზე. კერძოდ, 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში 11 941 ვაკანსია გამოქვეყნდა - გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში, 10 808 ვაკანსია - ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, 8 365 ვაკანსია კი - ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში.

სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები