მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისი რუსეთის ავტობაზარზე ყველაზე ცუდი თვე აღმოჩნდა - რა მარკის ავტომობილებს ყიდულობენ რუსები?

629a0b2c3a7e3
ნინო ტაბატაძე
04.06.22 00:00
8350
მაისი რუსეთის თანამედროვე ავტობაზარზე ყველაზე ცუდი თვე აღმოჩნდა - ბაზარი ვარდნას აგრძელებს.

რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 27 458 ახალი ავტომობილი გაიყიდა და აპრილის ნეგატიურ მაჩვენებელზე (27 965 ავტომობილი) უარესი შედეგიც დადგა. „ავტოსტატის“ მონაცემებით, მაისში რუსეთის ავტობაზარი წლიურ ჭრილში 78%-ით, 2022 წლის აპრილთან შედარებით კი, 2%-ით შემცირდა.

გაყიდული ახალი ავტომობილების 56.5% - 6656 ავტომობილი რუსულ Lada-ზე მოდის. მეორე ადგილზეა ბრენდი Kia (3576 ერთეული), მესამეზე - Hyundai (3097 ერთეული). მეოთხე პოზიციას იკავებს Renault (2183 ერთეული), რომელმაც რუსეთიდან გასვლის გეგმაზე უკვე განაცხადა.

რაც შეეხება სხვა გაყიდულ ავტომობილებს, სტატისტიკა შემდეგ ბრენდებზე ნაწილდება: Chery (1661 ავტომობილი); Nissan (1233 ავტომობილი), Haval (1220 ავტომობილი); Skoda (1095 ავტომობილი), Geely (905 ავტომობილი) და Toyota (870 ავტომობილი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები