მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისიდან რუსეთში ღვინის იმპორტზე აქციზი 3-ჯერ იზრდება

ექსპორტი

1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება. ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

პროპაგანდისტული რუსული გამოცემა Tass-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის ნოემბერში მოაწერა.

ამჟამად, ერთ ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლია (₾0.99). მაისიდან კი აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლი იქნება (₾3.13). რაც შეეხება შემდეგ წლებს, 2025-დან გადასახადი 112 რუბლი, 2026 წლიდან კი 116 რუბლი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 2023 წელს ღვინის რეალიზების 65.3% რუსეთზე მოდიოდა. საქართველომ გასულ წელს ღვინის ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს მცირედით, 2.6%-ით აღემატება. შედეგად, მთლიან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 4.3% შეადგინა და მან ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები