მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისში აშშ-ში 172 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობა კი 4.3%-მდე შემცირდა

დასაქმება

მაისში აშშ-ის ეკონომიკამ 172,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და ანალიტიკოსების მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

ექსპერტები მაჩვენებლის, მაქსიმუმ, 80,000-მდე ზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა დასაქმების ბაზარმა გაცილებით ძლიერი შედეგი დააფიქსირა. ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის დონეც შემცირდა და მაისის თვისთვის 4.3% შეადგინა.

როგორც ირკვევა, სამუშაო ადგილების ზრდა ეკონომიკის რამდენიმე ძირითადმა სექტორმა განაპირობა. დასვენებისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში 70,000 ადამიანი დასაქმდა, რითაც წლიური საშუალო მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამასთან, ადგილობრივმა მთავრობამ 55,000 ახალი კადრი დაიმატა, ჯანდაცვის სფერომ კი 35,000 ადამიანი მიიღო. სოციალური დახმარების სექტორში 12,000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. რაც შეეხება ანაზღაურებას, საათობრივი ხელფასი თვიურად 0.3%-ით, ხოლო წლიურად 3.4%-ით გაიზარდა.

ახალი სტატისტიკის თანახმად, შრომის ბაზარსა და დასაქმების მაჩვენებელზე უკვე მკვეთრი გავლენა აქვს ხელოვნურ ინტელექტს და იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებსაც AI-ზე მომუშავე ტექ-კომპანიები გვთავაზობენ. რაც შეეხება ზოგად ეკონომიკურ ზრდას, ამ მხრივ სტაბილურობა შენარჩუნებულია და მცირედი ტემპებით ზრდაც შეინიშნება. კერძოდ, პირველ კვარტალში ქვეყნის მშპ 1.6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მეორე კვარტალს, Atlanta Fed-ის პროგნოზით, 2026 წლის ამ პერიოდისთვის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები