საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში, იურიდიულ პირებზე გაცემული ახალი სესხების ნაკადმა 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
სექტორებს შორის ლიდერი ვაჭრობაა, რომელზეც ახალი სესხების 44% მოდის, შემდეგია მშენებლობა - 13%-იანი წილით და მრეწველობა, რომელზეც 12.7% მოდის. ყველაზე ნაკლები სესხი კი განათლების მიმართულებით გაიცა და მისი წილი 1%-ზე ნაკლებია.
მაისში, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ნაკადები ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასეთია:
- ვაჭრობა - 1.06 მილიარდი ლარი;
- მშენებლობა - 311.6 მილიონი ლარი;
- მრეწველობა - 303.4 მილიონი ლარი;
- ფინანსური შუამავლობა - 244.1 მილიონი ლარი;
- ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 211.6 მილიონი ლარი;
- სასტუმროები და რესტორნები - 70.5 მილიონი ლარი;
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 58.4 მილიონი ლარი;
- სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 41 მილიონი ლარი;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 39.2 მილიონი ლარი;
- განათლება - 20.3 მილიონი ლარი;