მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ფულადი გზავნილები 27.1%-ით შემცირდა

დაკრედიტება

2024 წლის მაისში ფულადი გადმორიცხვები 27.1%-ით შემცირდა. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 284.3 მლნ აშშ დოლარი (772.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 105.9 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2023 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 96.9% მოდიოდა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 120.7 მლნ გადმოირიცხა, რაც 6.8%-ით ზრდაა. რუსეთიდან გადმორიცხვები კი, 69.5%-ით შემცირდა.

2024 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.1 მლნ აშშ დოლარი (81.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მაისის (31.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები