2025 წლის მაისში jobs.ge-ზე 7 290 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც აპრილთან შედარებით, 11%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის მაისთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.
თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში (25.7%), ხოლო ყველაზე მცირე - ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის კატეგორიაში (1.3%) დაფიქსირდა. ანალოგიურად, წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა გაყიდვებსა და შესყიდვებში (6.2%), ხოლო ყველაზე დიდი კლება – ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში (13.7%).
მარტსა და მაისში 4 103 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.7%-ით მეტია.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ფინანსები და სტატისტიკა იყო ერთადერთი კატეგორია, რომელშიც 2025 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით წლიურ ჭრილში ზრდა დაფიქსირდა.




























