მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ოქროს ფასი 2.1%-ით შემცირდა - G&T

64786b6dc234c
ინგა მურუსიძე
01.06.23 14:20
545

2023 წლის მაისში ოქროს ფასი თვიურად 2.1%-ით შემცირდა, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული. 

ანალიტიკოსების შეფასებით, გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად, ამის გამო, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა 2023 წლის აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას ბოლო თვეებში და ოქროს ფასმა 2023 წლის აპრილში 2,000 აშშ დოლარს მიაღწია.

საპროცენტო განაკვეთებთან და, შესაბამისად, აშშ დოლართან უარყოფითი კორელაციის გამო, 2023 წელს მოსალოდნელია ოქროს ფასის ზრდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ოქროს საშუალოწლიური ფასი გაუტოლდება $1,900.0-ს (+5.5% წ/წ), ხოლო 2024 წელს $1,750.0-ს (-7.9% წ/წ).