მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

62b2dc07ca8eb
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.22 13:22
647
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მაისში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.

გაერთიანება აღნიშნულ პერიოდში პროდუქტების მთავარ საიმპორტო ბაზრების სტატისტიკასაც აქვეყნებს.

მათი ცნობით, 2022 წლის მაისში 1.81 ათასი ტონა საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი წინა თვის მაჩვენებელთან (1,80 ათასი ტონა) შედარებით 0.01 ათასი ტონით, ანუ 0,5%-ით მეტია, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1,77 ათასი ტონა) 0,04 ათასი ტონით - 2,2%-ით აღემატება.

მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით საცხებ-საპოხი მასალები თურქეთიდან შემოვიდა. იმპორტის მოცულობამ 0,33 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 18,2%-ია. შემდეგი საიმპორტო ბაზრებია: ირანი - 0,30 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი - 0,23 ათასი ტონა (12,7%); აზერბაიჯანი - 0,11 ათასი ტონა (6,1%), გერმანია - 0,09 ათასი ტონა (5%) და სხვ.

რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს, მაისში ქვეყანამ 13,2 ათასი ტონა საავიაციო ნავთი შეიძინა, რაც აპრილის მაჩვენებელს (8,4 ათასი ტონა) 4.8 ათასი ტონით, ანუ 57.1%-ით აღემატება; გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) შედარებით კი ზრდა 158,8%-ია.

მათ შორის, მიმდინარე წლის მაისში საავიაციო ნავთის 70,5% (9,3 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, ხოლო 29,5% (3,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან შემოვიდა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები