მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისში საქართველოს ექსპორტი 15%-ით, იმპორტი კი 5%-ით გაიზარდა

საზღვაო გადაზიდვები

მაისში საქართველოს ექსპორტი 15%-ით გაიზარდა და 668.5 მილიონი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ასევე 5%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 1.56 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ჯამურად, იანვარ-მაისის მაჩვენებლებს, საქართველოს ექსპორტი 3.1 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 19.8%), ხოლო იმპორტი 7.33 მილიარდი დოლარი (კლება 1.9%).

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს, შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რომელი დასახელების საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები