მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი... - რომელ ქვეყნებთან ვაჭრობს საქართველო ყველაზე მეტს?

ვაჭრობა

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5% შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 მლრდ 387 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 მლრდ 232 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 მლრდ 177 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის პირველ 5 თვეში საქართველოს TOP-10 სავაჭრო პარტნიორის ჩამონათვალი ასეთია:

  1. თურქეთი - სავაჭრო ბრუნვა 1.4 მლრდ აშშ დოლარი;
  2. რუსეთი - სავაჭრო ბრუნვა 1.2 მლრდ აშშ დოლარი;
  3. ჩინეთი - სავაჭრო ბრუნვა 1.2 მლრდ აშშ დოლარი;
  4. აშშ - სავაჭრო ბრუნვა 844.1 მლნ აშშ დოლარი;
  5. აზერბაიჯანი - სავაჭრო ბრუნვა 569.8 მლნ აშშ დოლარი;
  6. გერმანია - სავაჭრო ბრუნვა 481.3 მლნ აშშ დოლარი;
  7. სომხეთი - სავაჭრო ბრუნვა 421.5 მლნ აშშ დოლარი;
  8. ყირგიზეთი - სავაჭრო ბრუნვა 356.4 მლნ აშშ დოლარი;
  9. ყაზახეთი - სავაჭრო ბრუნვა 252.7 მლნ აშშ დოლარი;
  10. ბულგარეთი - სავაჭრო ბრუნვა 219.9 მლნ აშშ დოლარი.

2026 წლის 5 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 მლრდ 440 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 3.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.8%-ით), ხოლო იმპორტი 7 მლრდ 332 მლნ აშშ დოლარს (შემცირდა 1.9%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები