მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში საწვავის ფასები უნდა შემცირდეს - კონკურენციის სააგენტო

საწვავი

ლარის კურსის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს. ამის შესახებ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ აპრილში ნედლი ნავთობის ფასი დამატებით 8-10%-ით შემცირდა და კლების ტრენდს ინარჩუნებს.

ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვარში ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ-მარტში კლება. იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. ხოლო თებერვალ-მარტში კლება განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით.

რა აჩვენა კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგმა? - I კვარტალის შედეგები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები