მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში სისხლის სამართლებრივი დევნა 2132 პირის მიმართ დაიწყო

პროკურატურა
BM. GE
30.06.25 21:56
780

2025 წლის მაისში სისხლისსამართლებრივი დევნა 2132 პირის მიმართ დაიწყო. საქსტატის ინფორმაციით, სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაშია. ამ 2132 პირიდან, ვის მიმართაც დევნა დაიწყო 67 არასრულწლოვანია.

31 მაისის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 9 268 პირი, მათ შორის 8 864 კაცი და 404 ქალი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სტატისტიკის სამმართველოში ყოველთვიურად ხდება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რაოდენობის პროცენტული შედარება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2025 წლის პირველი იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან. სტატისტიკის მიხედვით, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რიცხვმა (9 268) ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის (3 704 506) 0.25% შეადგინა.მაისის ბოლოს, პენიტენციურ სისტემაში განთავსებული იყო სულ 9 268 პირი (მათ შორის: ბრალდებული - 1 876; მსჯავრდებული - 7 392).

რაც შეეხება არასრულწლოვანებს, პენიტენციურ სისტემაში განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების რიცხვი ჯამში 76 იყო. მაისში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულნი იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები 58 ქვეყნიდან და მოქალაქეობის არმქონე პირები, ჯამში 1 179. უცხოელთაგან უდიდესი ნაწილი თურქეთზე, რუსეთსა და აზერბაიჯანზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები