2024 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის შემცირებული.
საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 5% და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ახალ პროექტებს, გასულ თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 0.5%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 8% და 14%-იანი ზრდა იყო.