მაისში, წინა თვესთან შედარებით პროდუქციის წარმოება მცირედ გაიაფდა, წლიურად კი გაძვირდა.
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.5%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის 4.9%-იანი მატებაა.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.84 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (18.1%);
- დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.62 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.9%) და სასმელებზე (4.6%);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.39 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 0.4%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2025 წლის აპრილთან შედარებით კი, ფასები 1.9%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.12 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
მაისში თვის ჭრილში ფასები დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.5%) შემცირდა, რამაც -0.37 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ძირითად ლითონებზე (-2.6%). გარდა ამისა, ფასების 2.2%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.23 პროცენტული პუნქტი შეადგინა.




























