2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით: წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით.ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება. დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 4.6 პროცენტით. ასევე, ფასები გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვაზე: ფასები მომატებულია 3.0 პროცენტით.
სტუმრები: სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის სპეციალისტი
რამაზ გერიალიანი - ეკონომისტი


































