წელს, საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნიდან 89,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტანსაცმლის ექსპორტმა 78 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ტანსაცმლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ამ ქვეყანაში დაახლოებით 66 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა სომხეთი - 7 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე - პოლონეთი - 4,1 მლნ აშშ დოლარით, ხუთეულშია ასევე რუსეთი (2,8 მლნ აშშ დოლარი) და ჩეხეთი (2,7 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება ბოლო 10 წლის ტენდენციას, საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. კერძოდ, 2015 წელს საქართველოდან 88,4 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა, 2025 წელს კი, ჯამში - 170,9 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმელი.
წლების მიხედვით ტანსაცმლის ექსპორტის სტატისტიკა შემდეგნაირად იცვლებოდა:
- 2015 – 88,4 მლნ აშშ დოლარი
- 2016 – 80,8 მლნ აშშ დოლარი
- 2017 – 87,8 მლნ აშშ დოლარი
- 2018 – 84,5 მლნ აშშ დოლარი
- 2019 – 109,2 მლნ აშშ დოლარი
- 2020 – 93,4 მლნ აშშ დოლარი
- 2021 – 141,6 მლნ აშშ დოლარი
- 2022 – 194,6 მლნ აშშ დოლარი
- 2023 – 186,2 მლნ აშშ დოლარი
- 2024 – 190,6 მლნ აშშ დოლარი
- 2025 – 170,9 მლნ აშშ დოლარი
ტანსაცმლის სახეობები
საქართველოდან ექსპორტზე ტანსაცმლის ნაწარმს შორის პირველ ადგილზეა მაისურები. გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან 75,3 მლნ აშშ დოლარი მაისურები გავიდა. მეორე ადგილზეა მამაკაცის კოსტიუმები და კომპლექტები 28,7 მლნ აშშ დოლარით. ამას გარდა, 2025 წელს 11,5 მლნ აშშ დოლარის ბიუსტჰალტერები გავიდა, 3,3 მლნ აშშ დოლარის საბავშვო ტანსაცმელი, 2 მლნ აშშ დოლარის მამაკაცის პერანგები, 1,3 მლნ აშშ დოლარის კოლგოტები და წინდები, 1 მლნ აშშ დოლარის საცვლები და ა.შ.
| სრული მაჩვენებლები | 2025 წელი |
| ჯამური ექსპორტი (ათასი) | 170,834.9 |
| მათ შორის: | |
| პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა, მამაკაცის ან ბიჭისა | 216.9 |
| პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი, ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი | 190.5 |
| კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა | 20,706.7 |
| კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები და სხვა ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი | 2,492.0 |
| პერანგები და კვართები ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა | 1,499.6 |
| ბლუზები, პერანგები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი, ქალის ან გოგონასი | 302.2 |
| ქვედა საცვლები მამაკაცისა ან ბიჭისა ტრიკოტაჟისა | 211.5 |
| ქვედა საცვლები ქალის და გოგონასი, ტრიკოტაჟისა | 868.8 |
| მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი | 75,215.1 |
| სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი | 3,317.7 |
| საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი | 2,739.7 |
| კოსტუმები სპორტული, ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი | 1,610.6 |
| ტანსაცმელი მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟის ქსოვილისაგან | 32.7 |
| ტრიკოტაჟის ტანსაცმელი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი სხვა | 57.5 |
| კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი | 1,387.3 |
| ხელთათმანები, ცალთითები, უთითო თათმანები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი | 99.9 |
| ტანსაცმლის საკუთნოები, ტრიკოტაჟისა | 38.7 |
| პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა | 1,199.4 |
| პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის | 1,036.7 |
| კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა | 8,014.6 |
| კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი | 4,635.6 |
| მამაკაცისა და ბიჭების პერანგები | 653.3 |
| ბლუზები, პერანგები და ბატნიკები ქალის ან გოგონასი | 990.7 |
| მაისურები და თბილი ზედა საცვალი სხვა და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა | 12.8 |
| მაისურები და თბილი ზედა საცვალი სხვა და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასი | 93.1 |
| საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები | 650.1 |
| სხვა ტანსაცმელი | 430.1 |
| კოსტუმები, სპორტული, სათხილამურო და საბანაო | 499.3 |
| ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა | 11,595.8 |
| ცხვირსახოცები | 1.2 |
| შალები, შარფები, ვუალები და ანალოგიური ნაწარმი | 63.6 |
| ჰალსტუხები, ჰალსტუხი-პეპლები და ყელსახვევები | 7.7 |
| საბნები და პლედები სამგზავრო | 10.8 |
| თეთრეული ლოგინისა, მაგიდისა, სამზარეულოსი და ტუალეტისა | 641.4 |
| ფარდები, სინათლეგაუმტარი შტორები; ფარდები ან არშიები საწოლებისათვის | 70.8 |
| დეკორატიული ნაწარმი სხვა | 257.5 |
| ტომრები და პაკეტები შესაფუთი | 11,730.3 |
| ბრეზენტი, ჩარდახები, მზისაგან დასაცავი შტორები და სხვა | 12.8 |
| მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით | 16,730.4 |
| ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა | 509.3 |
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2025 წლის ჯამური მონაცემების მიხედვით, TOP-10-ეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- თურქეთი - 115,5 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი - 15,4 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი - 11,7 მლნ აშშ დოლარი
- ჩეხეთი - 6 მლნ აშშ დოლარი
- ბულგარეთი - 5 მლნ აშშ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,49 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთი - 2,48 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 1,4 მლნ აშშ დოლარი
- გაერთიანებული სამეფო - 1,8 მლნ აშშ დოლარი
- ისრაელი - 1,1 მლნ აშშ დოლარი




























