მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს

საგარეო
11.01.25 15:45
1897

“ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტს გეგმავს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სწორედ ეს ვიზიტი იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრაზე განიხილა.

პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო ბაქოში დაგეგმილ საქართველოს-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომის გამართვასაც.

"შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ამ კონტექსტში საუბარი შეეხო საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, ასევე, უახლოეს დღეებში, ქ.ბაქოში დაგეგმილი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მორიგი მე-10 სხდომის გამართვის საკითხს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორია სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, კიდევ უფრო დინამიური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები