მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს, მირეია აგუეროს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჰონდურასს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

"აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობა, ასევე, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვისათვის მზაობა.

ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები