საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვთან ტელეფონით ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოში დაგეგმილი თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.
უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და უმაღლესი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.



























