"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ახალ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა.
როგორც საგარეო უწყება იტყობინება, შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები.
"მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა, ამ პროცესში, შემდგომი თანამშრომლობის და დიალოგის მნიშვნელობა.
ოლივიე კურტომ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩოს ცნობით, დღესვე ოლივიე კურტომ წარადგინა რწმუნებათა სიგელები მიხეილ ყაველაშვილთან. "ამ დოკუმენტის ხელისუფლებისთვის გადაცემა მას საშუალებას აძლევს, სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები, წარმოადგინოს საფრანგეთი და შეხვდეს ყველა ქართველს", - აცხადებენ საელჩოში.




























