მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს - საგარეო

მაკა ბოჭორიშვილი

2025 წლის 3-5 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საგარეო უწყება იტყობინება.

"საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.

ვენაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან", - იტყობინება სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები