„მაკდონალდსი“ ყოველწლიური საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს დაეხმარება. უკვე ტრადიციად ქცეული აქციიდან შემოსული თანხა არასამთავრობო ორგანიზაციას - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) გადაეცა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენას. მინივენი მოხმარდება ბენეფიციარების ქუთაისის მიმდებარე სოფლებიდან, თერჯოლისა და სამტრედიის დღის ცენტრებიდან ქუთაისის დღის ცენტრში ტრანსპორტირებას, სადაც მათთვის აუცილებელ თერაპიას გადიან. „დღის ცენტრი“-ს სერვისი ითვალისწინებს ბავშვების სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით. Mc Happy Day 1 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ „მაკდონალდსის ყველა რესტორანში სპეციალურად ამ აქციისთვის დამზადებული სუვენირები – სტიკერები, გასაღების საკიდები, ჩანთები და მისალოცი ბარათები შეეძინათ და მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში.
http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61808.


































