მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[მაკრონის, შოლცის და ტუსკის განცხადება] ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ - გერმანიის ელჩი

გერმანის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის წევრი [საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი] ქვეყნების ლიდერების განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ესაა ოფიციალური პოზიცია.

"ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია იქნება, რადგან ჩვენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფართო კონსენსუსი გვაქვს“, - დაწერა ფიშერმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან. ლიდერების საერთო განცხადებაში წერია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, სანამ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები