მალდივები Google-ის TOP-10 საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სათავეშია. ამის შესახებ trends.google.com-ი იტყობინება.
აღნიშნული რეიტინგი ცხადყოფს, რომ მომხმარებლების მხრიდან ინტერესი და მოთხოვნა უფრო ეგზოტიკური ტურისტული მიმართულებისაკენ იხრება.
მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე სასურველი ადგილების სიაში მეორე ადგილს იაპონია იკავებს, მესამეზე კი საფრანგეთის კუნძული ბორა-ბორაა. ტოპ ხუთეულში ასევე მოხვდა აშშ-ის ქალაქი ლას-ვეგასი და მექსიკის დედაქალაქი მეხიკო.
Google-მა მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე სასურველი ადგილების რეიტინგი 2019 წელს მომხმარებლების მიერ საძიებო ველში ყველაზე ხშირად ჩაწერის მონაცემთა გაანალიზების შედეგად შეადგინა.
Google-ის TOP-10 საუკეთესო ტურისტული მიმართულებებია:
1. მალდივები
2. იაპონია
3. ბორა-ბორა
4. ლას-ვეგასი
5. მეხიკო
6. ალასკა
7. ნიუ-ორლეანი
8. კალიფორნია
9. ნიუ-იორკი
10. კოსტა-რიკა