ბოლო 24 საათის განმავლობაში მალდივებზე კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა. მალდივების ჯანდაცვის უწყების მიხედვით, ორშაბათისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა სამი ადამიანით გაიზარდა და 13 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას xinhuanet.com-ი ავრცელებს.
როგორც მალდივების ჯანდაცვის უწყება აღნიშნავს, 13-ვე ინფიცირებული საზღვარგარეთის მოქალაქეა და ისინი კარანტინში რჩებიან.
ქვეყნის მთავრობამ მიიღი გადაწყვეტილება და შეზღუდვები დააწესა ტურისტებისთვის გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სამხრეთ კორეიდან და ბანგლადეშიდან.
ამასთანავე, მალდივების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს 13 მილიარდი აშშ დოლარი ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის, რათა გაატარონ კორონავირუსის წინასაპრევნციო ღონისძიებები.