სასტუმრო მხოლოდ ქალებისთვის - ესპანეთში, პოპულარულ ტურისტულ კუნძულ მალიორკაზე, 39-ადგილიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო მხოლოდ მანდილოსნებს უმასპინძლებს.
როგორც ესპანური გამოცემა Abc.es წერს, Som Dona Hotel-ის გახსნის იდეა გასული წლის ივნისში გაუჩნდათ; სასტუმრო Porto Cristo-ზე მდებარეობს. სასტუმროს საცურაო აუზი, ბარი, რესტორანი, სპა და სილამაზის ცენტრები აქვს.
სასტუმრო ექსკლუზიურად არის 14 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის. სასტუმროს შემქმნელებს ვიზიტორებისთვის მაქსიმალური ასაკი არ დაუწესებიათ; ისინი იმედოვნებენ, რომ დაწესებულებაში მანდილოსნების სიმრავლე მუდამ ექნებათ.