მალტის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ განაცხადა, რომ ქვეყანა სექტემბერში დაგეგმილ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აღიარებს. აბელას თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მიზნად “ორი სახელმწიფოს გამოსავლის” იდეის განხორციელებას ხელს შეუწყობს.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადისგან განსხვავებით, რომელთაც აღიარების მიმართ პოზიცია ბოლო პერიოდში შეიცვალეს, მალტა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების იდეას მრავალი ათწლეულია უჭერს მხარს, თუმცა ამ დრომდე ეს ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს. როგორც ჩანს, ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოს ხელი დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებამ გაუხსნა.




























