მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მამისეული მარანი“ გაფართოებას და ღვინის წარმოების გაზრდას გეგმავს

619386bab166d
მარიამ იზორია
16.11.21 23:40
820
„მამისეული მარანი“ წელს გაფართოებას აპირებს, რის შედეგადაც ღვინის წარმადობასაც გაზრდის. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის წარმომადგენელმა თამარ მოსიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „მამისეული მარანი“ ექსპორტზე შარშან პირველად საფრანგეთში გავიდა. კერძოდ, ექსპორტზე 200 ბოთლი თავკვერი გაიტანეს, წელს კი გაფართოების შედეგად მწარმოებელი ღვინის რაოდენობას გაზრდის.

„ჩვენ დამწყები მეღვინეობა ვართ, მცირე წარმადობით, შარშან პირველი საექსპორტო წელი გვქონდა, „თავკვერის“ სრული მოცულობა 200 ბოთლი ღვინო საფრანგეთში, ქალაქ ნანტში გავყიდეთ, წელს ვფართოვდებით და რაოდენობასაც ვზრდით“ - ამბობს „მამისეული მარანის“ წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, ბოლნისის რაიონში მდებარე მცირე საოჯახო მარანმა წელს ჯამში ორი ტონა რქაწითელი და ერთი ტონა თავკვერი დაწურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები