მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე ქართულ-ამერიკული ფონდის ორ მთავარ ამოცანას ასახელებს

61b10f09b91dd
BM.GE
08.12.21 23:14
989
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და ახლა უკვე აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ბახტაძემ ფონდის პირველ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ფონდის ორი ძირითადი ამოცანა დაასახელა, რასაც ფონდი ისახავს მიზნად.

„პირველი ამოცანაა, გავუწიოთ ადვოკატირება და პოპულარიზება იდეას, რომ საქართველოში შეიქმნას DFC-ის რეგიონული ოფისი, რომელიც დაფარავს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. მეორე მიზანია საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ადვოკატირება. ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ორივე ინიციატივას აქვს შესაძლებლობა, მთლიანად გარდაქმნას არამხოლოდ საქართველო არამედ მთელი რეგიონი და გვაქვს ამის მკაფიო არგუმენტებიც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელიც თბილისში გამართული ფონდის ღონისძიებას ვაშინგტონიდან ჩაერთო.

მისივე თქმით, თუკი ამერიკული FDI-ს სტატისტიკას როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში დავაკვირდებით, საკმაოდ ნეგატიურ ტრენდს დავინახავთ.

„სამწუხაროდ ამ სტატისტიკაზე შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩვენ ვხედავთ ამერიკის კლებად ინტერესს ამ რეგიონის მიმართ. ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთია და კვლევებიც ამაზე მიანიშნებენ, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ ნაკლებობა ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტებისა, რათა აზიურ და რუსულ კომპანიებს გაუწიონ კონკურენცია“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF) დააფუძნა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას საქართველოში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები