მამუკა ხაზარაძე არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
პოლიტიკოსი წერს, რომ პროკურატურაში არ მივა და დაკითხვა მოხდება მაგისტრ მოსამართლესთან, სადაც წარადგენს იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება მასიური გაყალბება.
"დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!
დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება", - წერს მამუკა ხაზარაძე
შეგახსენებთ, პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საკითხზე გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პირველი პოლიტიკოსი, რომელიც უწყებამ დაიბარა საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც მისვლას არ გეგმავს.
პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.