მამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, რომელმაც პოლიტიკა 27 აგვისტოს დატოვა, საჯარო რეესტრში ახალი კომპანია შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დაარეგისტრირა. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იანი წილი კი თავად მდინარაძეს ეკუთვნის.
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან და თანამდებობიდან რომ მიდიოდა 27 აგვისტოს განაცხადა. მაშინ თქვა, რომ სურდა ოჯახისთვის მეტი ყურადღება მიექცია და არც ბიზნესში მოსვლა გამორიცხა.
მამუკა მდინარაძის "ქართულ ოცნებაში" 2016 წელს გამოჩნდა. იყო მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
2025 წლის სექტემბერში პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 7 წლის ვადით აირჩია, თუმცა 2026 წლის აპრილში მოულოდნელად პოსტი დატოვა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. ეს თანამდებობა მისთვის შეიქმნა. რამდენიმე თვეში თანამდებობა გაუქმდა. 2026 წლის 29 ივლისს გამოცხადებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად დაინიშნა რეგიონული განვითარების მინისტრად და დაანონსდა, რომ სექტემბრიდან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გააგრძელებდა მუშაობას. თუმცა აგვისტოს ბოლოს თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადა.
























