მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა... ეს იყო მისი გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

სს

"მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა... ეს იყო მისი გადაწყვეტილება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოოდ ქვეყნის განვითარებაზე და გუნდის გაძლიერებაზე აისახა.

"მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს. მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანის საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის საკუთარი ქვეყნის წინაშე. მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე 10 წლის განმავლობაში. იგი უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოოდ აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე, შესაბამისად მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა.

სამწუხაროია ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. გვქონდა შეხვედრა და მათ შორის კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვცადეთ დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, მაგრამ მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა მდინარაძემ, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებს და რომელსაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა, განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

მდინარაძე "ოცნების" ხელისუფლებაში 10 წელია სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის თავდაპირველად საკანონმდებლო, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო.

წოდებები, პარლამენტი, მთავრობა - მამუკა მდინარაძის თანამდებობების ქრონოლოგია "ოცნების" ხელისუფლებაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები