მამუკა ხაზარაძე: "ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი"
BM.GE
26.02.19 18:29
• 1109
“ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, შეიძლება ითქვას. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს ჩვენ არ დავთმობთ”, – ასე დაასრულა დღეს მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარი. მას მომდევნო კითხვებისთვის აღარ უპასუხია. უცნობი დარჩა, ვის მოიაზრებს ის შეტევის განმახორციელებლად. მამუკა ხაზარაძის შემდეგ მედიასთან ბადრი ჯაფარიძე გამოჩნდა. ჟურნალისტებმა მასაც ჰკითხეს, ვინ შეიძლებოდა იდგეს ზემოაღნიშნული შეტევის უკან.