მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე კობა გვენეტაძეს აფრთხილებს: ძალიან დიდ ხიფათში იგდებ თავს

5daf40e8acda2
BM.GE
22.10.19 22:06
2711

"მინდა, ვუთხრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს: ძალიან დიდ ხიფათში იგდებ თავს" - ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციას" ეთერიდან სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს და "პროგრესბანკის" დოკუმენტების გასაჯაროებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"მინდა, ვუთხრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს: ძალიან დიდ ხიფათში იგდებ თავს. სასწრაფოდ ამოიღე (ილია) გავრილოვის, (ბიძინა) ივანიშვილის და (კახა) კალაძის ბანკი, რომელიც გააქრეთ რადარებიდან. ამოიღეთ იმ გავრილოვის დოკუმენტაცია, რომელსაც რუსეთმაც კი, ორი ბანკი დაუკეტა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გავა ბოლომდე. მე გპირდებით, იმიტომ რომ მსგავსი რამეები ამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს, უნდა დამთავრდეს ტყუილების ქვეყანაში ცხოვრება. სიყალბეში ცხოვრება უნდ დასრულდეს", - აღნიშნა პირდაპირ ეთერში ხაზარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი "პროგრესბანკს" მილიონობით ლარის, საეჭვო სესხის გაცემაში ადანაშაულებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს ამ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მოძიებისკენ მოუწოდებს. 

მამუკა ხაზარაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა რამდენიმე დღის წინ უპასუხა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. მან "თიბისი ბანკს" მოუწოდა, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენებ ილია გავრილოვს, მას კახა კალაძის მიერ დაფუძნებულ "პროგრეს ბანკში" აქციათა 78% ეკუთვნოდა.

ილი გავრილოვის ბიზნეს-საქმიანობის შესახებ უფრო დეტალური მასალა შეგიძლიათ წაიკითხოთ აღნიშნულ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები