საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის აზრით, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული პირია.
ასე უპასუხა ხაზარაძემ TV “მთავარის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ წამყვანების კითხვას - ვინ არის ვანო ჩხარტიშვილი დღეს.
„ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით, ვანო ჩხარტიშვილი დღეს არის ბიძინა ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული პირი, რომელსაც ჰქონდა და აქვს იმის საშუალება და ეს ჩვენი და სხვა კომპანიების შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ მას შეუძლია სახელმწიფო სტუქტურებზე მოახდინოს ზეგავლენა... ძალიან ბევრი მსხვილი კომპანიის მაგალითი არსებობს, რომელთანაც მას ჰქონდა დავა და მერე როგორ დამთავრდა ეს დავა, თქვენ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ... მე ვფიქრობ, ვანო ჩხარტიშვილი არის ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული ძალიან მახინჯი სტრუქტურის, არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი რგოლი“, - განაცხადა ხაზარაძემ.